ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ალა ჯიოევამ თავის მომხრეებს დაშლისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ჯიოევამ თავის მომხრეებს ასევე მოუწოდა, ხვალ დილით მის ე.წ. საარჩევნო შტაბთან შეიკრიბონ და მომავალი ქმედებები დასახონ.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიოევას საარჩევნო შტაბთან ამჟამად 200-მდე ადამიანია შეკრებილი. ჯიოევამ ასევე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ "დანებებას და თავისი გამარჯვების დათმობას არ აპირებს".