ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. "ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ვგმობ და ყველას მოვუწოდებ, კარგად აწონოს თავისი სიტყვები და ქმედებები",_ აცხადებს კოკოითი.
მისი თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა კრიზისული სიტუაცია აიცილოს თავიდან.
"მე ვაგრძელებ ჩემი მოვალეობების შესრულებას მოქმედი პრეზიდენტის რანგში და არ დავუშვებ არავითარ პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზებისკენაა მიმართული", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.
შეგახსნებთ, რომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობის გამო სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.