რუსეთის რეგიონებში ოსი ეროვნების მოქალაქეები იკრიბებიან და მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინონ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილ სიტუაციაზე. ცხინვალის ქუჩები ჩრდილოეთ ოსეთიდან გადმოყვანილი შეიარაღებული ხალხითაა სავსე. ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეები აცხადებენ, რომ საკუთარ არჩევანს ბოლომდე დაიცავენ. არსებობს საფრთხე იმისა, რომ ცხინვალის რეგიონში არსებულ არეულობებში იქ მდგარი რუსული სამხედრო შენაერთები ჩაერთონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ჯიოევას საარჩევნო შტაბში ამჟამად დახურული თათბირი მიმდინარეობს. "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მზადაა დაუმორჩილებლობის აქციებისთვის და უკვე იკრიბება. უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას მოსახლეობა საკუთარი თავისუფალი ნების ხელყოფად აფასებს. ამავე დროს, ჯიოევას საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოვლემების განვითარებაზე პასუხისმგებლობას იხსნიან და მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას აკისრებენ.
itar-tass-ის ფოტო