ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ ობიექტურს და სამართლიანს უწოდებს. ოს სეპარატისტთა ლიდერი ასევე მიესალმება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 2012 წლის 25 მარტს დანიშვნის შესახებ.
"დღევანდელი სიტუაცია კიდევ ერთი გამოცდაა ჩვენი ხალხისათვის. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, დაიცვას კონსტიტუცია და კანონები. ეს გადაწყვტილებები, რომლებიც დღეს იქნა მიღებული, ობიექტური და კანონიერია. პრინციპულობა, წესიერება და ღირსეულობა ყოველთვის იყო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის განმასხვავებელი ნიშანი", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.