პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ე.წ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ეს განცხადება ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ბაქრაძის განცხადებით, ცხინვალში მიმდინარე პროცესი ისედაც ვერანაირად ვერ შეფასდებოდა, როგორც არჩევნები, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სახლში დევნილია.
"მაგრამ ის, რაც დღეს ცხინვალში ხდება, ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. პასუხისმგებლობა იქ მიმდინარე პროცესებზე ეკისრება არა მხოლოდ იმ ადგილობრივ კლანებს, რომლებიც ხელისუფლებისათვის ბრძოლაში კრიმინალური დაპირისპირების ზღვარზე არიან, არამედ, მთავარი პასუხისმგებლობა უდავოდ ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც იმ ძალას, რომელიც ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს. რომლის საოკუპაციო ჯარებიც განლაგებული არიან ცხინვალში", - განაცხადა ბაქრაძემ.