ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლო ალა ჯიოევას გამეორებით არჩევნებში მონაწილეობის მიზეზს განმარტავს. ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობის ოქმში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კანონის თანახმად, "განმეორებითი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის კანდიდატებად შეუძლებელია წამოყენებულ იქნენ ის კანდიდატები, რომელთა ქმედებების გამო, საყოველთაოდ ჩატარებული არჩევნები ბათილად გამოცხადდა".
აღნიშნულის შემდეგ ე.წ. კანდიდატი ალა ჯიოევა ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2012 წლის 25 მარტს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პარტია "ედისნტვოსა" და ანატოლი ბიბილოვის მიერ შეტანილ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტები სასამართლოს სხდომის მიმდინარეობის დროს დადასტურდა. ე.წ. სასამართლომ დაკითხა მოწმეები და მათ მიერ მიცემული ჩვენებები "სარწუნოდ" და "ობიექტურად" მიიჩნია. ეს განცხადებები ე.წ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აცამაზ ბიჩენოვმა გააკეთა.
მისი თქმით, კანდიდატ ალა ჯიოევას მომხრეების მიერ არჩევნებზე ჩადენილი ქმედება მოქალაქე-ამომრჩევლების თავისუფალი ნების ხელიშემშლელ ქმედებებად და მუქარად შეფასდა.