საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ შესარჩევ რაუნდში ბოსნიასთან, ხორვატიასა და ავსტრიასთან იასპარეზებს. ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ პირველ ადგილზე გასული გუნდი ითამაშებს.
ამ ეტაპზე გარკვეული არაა, ჯგუფის ოთხეულიდან რომელი ქვეყანა უმასპინძლებს საკვალიფიკაციო მატჩებს 2012 წლის მაისში.
ქართველმა 19-წლამდელებმა პირველი ეტაპი თურქეთში ჩაატარეს და სამ თამაშში შვიდი ქულა მოაგროვეს.
ქართველმა ფეხბურთელებმა მოუგეს პოლონეთს და ლუქსემბურგს, ხოლო მასპინძელ თურქეთთან ფრე ითამაშეს, რამაც მათ პირველ ადგილზე გასვლის შესაძლებელობა მისცა.
19-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012 წლის 3-15 ივლისს ესტონეთში გაიმართება.