ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 2012 წლის 25 მარტი დასახელდა. ეს გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
შეგახსნებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უმაღლესმა სასამართლომ" ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კრემლის კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის სარჩელი დააკმაყოფილა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად აღიარა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატი ალა ჯიოევა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილებას ვერ მიიღებს.