ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ მისალმება და მიიჩნევს რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
"მე ყოველთვის ვსაუბრობდი იმაზე, რომ უზენაესი კანონი უნდა იყოს, ამიტომაც უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სწორია", _ განაცხადა ბიბილოვმა ცხინვალში ჟურნალისტებთან საუბრისას და კონკრეტული პასუხის გარეშე დატოვა კითხვა, აპირებს თუ არა, მიიღოს მონაწილეობა ხელახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში.
"ეს იმ ადამიანების გადასაწყვეტია, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან ერთად იყვნენ - შტაბისა და პარტიის", _ განაცხადა მან.
შეგახსნებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატი ალა ჯიოევა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილებას ვერ მიიღებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უმაღლესმა სასამართლომ" ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კრემლის კანდიდტის ანატოლი ბიბილოვის სარჩელი დააკმაყოფილა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად აღიარა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი, რომელიც საგანებო სხდომას ატარებს, ერთი საათის განმავლობაში ახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს.