ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი, რომელიც საგანგებო სხდომას ატარებს ერთი საათის განმავლობაში ახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"პარლამენტის საგანგებო სხდომა ახლა დაიწყო. ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი", _ განაცხადა ე.წ. პარლამენტის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ე.წ. კანონმდებლობის თანახმად ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ორი თვის ვადაში უნდა დაინიშნოს.
შეგახსნებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატი ალა ჯიოევა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილებას ვერ მიიღებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უმაღლესმა სასამართლომ" ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კრემლის კანდიდტის ანატოლი ბიბილოვის სარჩელი დააკმაყოფილა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად აღიარა.