პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, პოლიტიკური დებატები წარმატებულად შედგა. როგორც მან პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, საზოგადოებამ მოისმინა კონკრეტული გეგმა თუ რას აპირებს ხელისუფლება სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
"საპარლამენტო დებატები არის დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რადგან ესაა გზა, რომლითაც პარლამენტში სხვადასხვა პოზიცია გამოიხატება და პარლამენტი ახორცხიელებს მთავრობაზე ზედამხედველობას. მეორე მხრივ, ასეთი საპარლამენტო დებატები იმის საშუალებაა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ განსხვავებული ხედვა და კონკრეტული გეგმა მოისმინოს. ორივე თვალსაზრისით, დებატები შედგა. მოვისმინეთ კონკრეტული გეგმა, რის გაკეთებას აპირებს მთავრობა ქვეყანაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად და პროგრესისთვის. მოვისმინეთ ძალიან მწვავე ოპონირება ამ გეგმის ირგვლივ და დღევანდელი კურსი. საპარლამენტო ფუნქციის და დემოკრატიის კუთხითაც, საზოგადოების ინფორმირების კუთხითაც, დრევანდელი დებატები შედგა და წარმატებული იყო", - აღნიშნა ბაქრაძემ.