თბილისი 2012 წლის ბიუჯეტი 648 მილიონი ლაარით განისაზღვრა, საიდანაც შემოსავლები 425 მილიონამდე ლარს შეადგენს.
მოსახლეობის ჯანდაცვაზე და სოციალურ დაცვაზე გამოყოფილია 90 მილიონ 866 ათასი ლარი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 120 მილიონ 672 ათასი ლარი, ხოლო მოსახლეობის ხელშეწყობაზე 19 მილიონ 942 ათასი ლარი.
საკრებულოს უმრაველოსობის წარმომადგენელბის განცხადებით თბილისის ბიუჯეტი არის დასაქმებისა და ქალაქის კიდევ უფრო განვითარების ბიუჯეტი. ეს ბიუჯეტი მოხმარდება ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში სხვა საკითხებს განიხილავენ. თბილისის ბიუჯეტი ხმათა უმრავლეოსბითY დამტკიცდა, რომელსსც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.