"ხანდახან თავში რაღაც წამოგივლით ხოლმე და თვითმფრინავიდან "სნიკერსებს" გადმოყრით. მაგრამ "სნიკერსის" შეჭმის შემდეგ ადამიანს ნახევარ საათში ისევ მოშივდება. ამიტომ ეს მეთოდი არაეფექტურია", - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ დღეს პოლიტიკური დებატებისას.
ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების გრძელვადიანი გეგმა სჭირდება.
ვეფხვაძემ მთავრობას "ქრისტიან-დემოკრატების~ წინადადება გააცნო, რომელიც 4 პრინციპზე დაფუძნებული ეკონომიკის კონცეფციის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მისი თქმით, პირველი პრინციპი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მეორე - ტარიფების დაწევა, მესამე - მონოპოლიების შეზღუდვა და კონკურენციის გაზრდა, ხოლო მეოთხე დასაქმების ბაზარზე სახელმწიფოს აქტიური ჩარევა უნდა იყოს.