დღეს, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრე ვერშბოუ ქართველ ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრისას განიხილეს ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული ქარტიით განსაზღვრული პრიოროტეტები ასევე ქართულ რუსული ურთიერთობები. საშინაო და საგარეო საფრთხეები.
"არის სხვა და სხვა მიმართულებები, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო ამ მიმართულებით. ბატონი ვერშბოუ ძალიან გამოცდილი დიპლომატია", _აცხადებს ექსპერტი ზურაბ აბაშიძე.