დღეს, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის უსაფრთხეობის საკითხებზე წარიმართა.
"ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოების სფეროში ძალიან საინტერესოდ ვითარდება. თავისთავად ის ფაქტი, რომ პირველი სამუშაო შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში სწორედ უსაფრთხოების თემაზე იმართება თბილისში ესეც მნიშვნებლოვანი ფაქტორია", _ აცხადებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი.