თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან გოგიჩაიშვილის და გიორგი ალხაზიშვილის სასამართლო პროცესი 8 იანვარს განახლდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ლევან გოგიჩაიშვილის და გიორგი ალხაზიშვილის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა განუცხადა.
ნიკოლაიშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექსპერტი და მოწმე პოლიციელი დაიკითხა. ნიკოლაიშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ნიკოლაიშვილის განცხადებით, ნათლად ჩანს დაზარალებული კიტოვანი.
~ვიდეომასალიდან ჩანს, როგორ გარბის დაზარალებული კიტოვანი. მასალიდან ნათლად ჩანს, რომ მას არავითარი დაზიანება არ აღენიშნება და თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. სწორედ კიტოვანის დაჭრაშია მსჯავრდებული ალხაზიშვილი და მას 4 წელი აქვს მისჯილი~, _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო, სავარაუდოდ, 11 იანვარს დასრულდება