საქართველოს რაგბის ნაკრების მესამე ხაზელი მამუკა გორგოძე ფრანგულმა გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა" საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ დაასახელა და ჯილდოდ „ოქროს ოსკარი" გადასცა.
ეს საქართველოს ნაკრების მორაგბის კიდევ ერთი აღიარებაა.
მანამდე ის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელა „ეკიპმა". ერთ-ერთმა გამოცემამ კი ის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის საუკთესო მორაგბედაც აღიარა.