აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ირანის ხელმძღვანელობის ახალი განცხადებები, რომლებიც თეირანში არსებულ კვლევით რეაქტორს ეხება, თავად ამ ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიკლ ჰამერმა გააკეთა.
მან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც, თეირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს ერთი თვის ვადა მისცა იმისთვის, რომ მიიღონ ირანის მიერ შეთავაზებული გეგმა საზღვარგარეთ მათი კვლევითი რეაქტორისთვის საწვავის შესყიდვის შესახებ.
აღნიშნული სქემა ირანის ხელში არსებული დაბალგამდიდრებული ურანის ბირთვულ საწვავზე სინქრონულ გადაცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ოქტომბერში მაგატეს (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) _ აშშ-ის, რუსეთის, საფრანგეთისა და ირანის წარმომადგენელთა მიერ შეთანხმებულ გეგმას, რომელსაც მაშინ თეირანი დაეთანხმა.
"მაგატემ მოლაპარაკებათა მაგიდაზე დადო დაბალანსებული წინადადება, რომელიც აკმაყოფილებდა თავად ირანის მიერ წამოყენებულ წინადადებას ბირთვული საწვავის მიწოდების შესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერაც იყო მხარდაჭერილი. ასე რომ, ირანის მთავრობა თავის გზაზე წინაღობად დავად დგას, რადგან აყენებს კონტრწინადადებებს უცხორი საწვავის შესყიდვის შესახებ", _ განაცხადა ჰამერმა.