აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰავაიდან ვაშინგტონში საშობაო-საახალწლო არდადეგებიდან ბრუნდება. დღის მეორე ნახევარში აშშ-ის პრეზიდენტს არავითარი ღონისძიება, არც ღია და არც დახურული, დაგეგმილი არ არის. 5 იანვარს კი თეთრ სახლში ობამას დაგეგმილი აქვს თათბირი სამართალდამცავი ორგანოების ხალმძღვანელებთან და აშშ-ის სპეცსამსახურებთან. განხილულ იქნება ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ბაზების შედგენისა და გადამოწმების პროცედურები, ასევე აეროპორტში მგზავრთა გაფრენის წინა შემოწმების საკითხები.
ობამას გადაწყვეტილებით, ყველა ამ პროცედურაზე პასუხისმგებლად დაინიშნა პრეზიდენტის დამხმარე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ჯონ ბრენანი.
ჰავაიში ობამა და მისი ოჯახის წევრები 24 დეკემბერს ჩავიდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ოჯახი ამ დროის განმავლობაში კუნძულ ოახუზე ისვენებდნენ.