რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევი სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე აფხაზურ-რუსული III ე.წ. საქმიანი ფორუმის მონაწილებსა და სტუმრებს მიესალმა. სპეციალურად მათთვის გაგზავნილი მიმართვა სოხუმში მყოფმა რუსეტის პრეზიდენტის რეგიონთსორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელმა სერგეი ვინოკურმა წაიკითხვა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მედვედევი თავის მიმართვაში აღნიშმნავს, რომ აფხაზეტში მიმდინარე ფორუმუ, რომელიც უკვე მესამედ იმართება არის მოედანი, რომელზეც პოლიტიკოსები, ეკონომისტები და ექსპერტები საუბრობენ.
"დღეს აფხაზური სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპზე ჩვენი ქვეყნები თანამიმდევრულად ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. მიმაჩნია, რომ ამ მნიშვნელოვან სამუშაოში რუსეთის რეგიონების ჩართვა კოდევ უფრო გაამყარებს ჩვენს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს", _ ნათქვამია მედვედევის მიმართვაში.