დღეს, 20 ოქტომბერს, 12.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (საჯარო ბიბლიოთეკის) შენობის ცენტრალურ შესასვლელთან (გუდიაშვილის ქ.7) კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით გაიმართება საჯარო ბიბლიოთეკისა და წიგნის პალატის ყოფილი თანამშრომლების საპროტესტო აქცია.
აქცია იმართება პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის სავალალო მდგომაროებასთან დაკავშირებით, რის გამოც საფრთხე ემუქრება საქართველოში უდიდეს წიგენების კოლექციას.
აქციის მონაწილენი ასევე გააპროტესტებენ ბიბლიოთეკაში უხეში კანონდარღვევების თანხლებით განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესს.