ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო დუმის რუსეთის ფედერაციის ფედერალური საკრებულობს არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთის "საელჩო" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 4 დეკემბერს გაიმართება.
"ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც არჩევნების დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იქნებიან და ექნებათ რუსეთის მოქალაქის დამადასტურებელი საბუთი", _ იუწყება საელჩო.
ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ხუთი საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი.