ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი რეგიონალური მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარლამენტის ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილებას გამოეხმიანა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კარგი მაგალითია იმის, როგორია გაუგებარია სააკაშვილი მენეჯმენტში.
„ეს უკუპროცესებს გამოიწვევს. რამდენიც ქუთაისში დასაქმდება, იმდენი თბილისში დაკარგავს სამსახურს. დეპუტატების გადაადგილებაც ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის. არსად არ ხდება ესეთი რამე", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, რეგიონების განვითარებისთვის მსგავსი გადაწყვეტილებები სწორი არ არის. მისი თქმით, უნდა მოხდეს რეგიონების განვითარება სწორი ეკონომიკური განვითარებით.