ხვალ, 4 იანვარს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა საკონკურსო განაცხადების მიღება იწყება. კონკურსი სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა.
ცესკოს 13 წევრიდან, რომელიც სხვადასხვა დროს 5 წლის ვადით დაამტკიცეს, სამს _ გიზო მჭედლიძეს, ლუხუმ ბურჯალიანსა და ემზარ ფაჟავას უფლებამოსილება უწყდებათ.
უფლებამოსილება ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილსაც შეუწყდა, თუმცა, ამის მიზეზი არა თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა, არამედ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილება გახდა. ამ ცვლილებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად შეარჩევს და ცესკოს წარუდგენს. ცესკოში ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი წევრები კი ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთს აირჩევენ.
ცესკოში საკონკურსო განცხადების შეტანის ვადა 8 იანვარს იწურება.