წუხელ, 2 იანვარს, გვიან ღამით გლდანის რაიონში მკვლელობა მოხდა. დაუდგენელმა პირმა 40 წლის გიორგი ენუქიძეს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
მკვლელობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მოხდა, რადგან მეზობლები ყვებიან, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ. სავარაუდოდ, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციისა და კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებს ენუქიძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.