ტრანსკავკასიური მაგისტრალი ჩაიკეტა. მაგისტრალის ჩაკეტვის შსახებ გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სოტუაციათა კომისიამ მიიღო.
"დიდთოვლობის გამო, მოსკოვის დროით 04:30 საათზე, ტრანკავკასიურ მაგისტრალი დაკეტილია. საგანგებო განკარგულებამდე საავტომობილო მიმიოსვლა შეწყვეტილია", - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოში.
მათივე განმარტებით, ტრასკავკასიური მაგისტრალის დაკეტვის გადაწყვეტილება მიღებულია მაღალმთიან მაგისტრალებზე მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით.
"მაგისტრალის ჩაკეტვაზე შეტყობინება გაგზავნილია სამხრეთ ოსეთისთვის", _ განცხადა ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათათა სამმართველოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლაურა ხადარცევამ.