ძლიერი ხანძარი მძვინვარებს ირანის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია ხუზესტანში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს ნავთობსაბადო მარუნზე.
ხანძრი იმდენად დიდია, რომ სპეციალისტების ვარაუდით, მის ჩაქროვას 20 დღე დასჭირდება.
ხანძარი აფეთქების შედეგად გაჩნდა, თუმცა აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ცეცხლი 104-ე ჭაბურღუილზე გაჩნდა და ირანის ნაციონალური ნავთობის კომპანიის თანამშრომელთა ძალისხმევის მიუხედავად, ცეცხლის ჩაქროვბა ვერ ხერხდება.
ძირითადი ძალისმხევა მიმართულია ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილებიკენ - ნავთობის მდინარე ჯარახში მოხვედრა, საიდანაც პროვინცია ხუზესტანიც მოსახლეობა სასმელ წყალს იღებს.