საქართველოს პარლამენტში 3 ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი იქმნება. ახალი ზელანდიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს.
მექსიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი უხელმძღვანელებს.
ხოლო ავსტრალიის თანამეგობრობის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი იქნება.
სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობას საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.