ევროკავშირი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას მიესალმება. საგანგებო განცხადება გვიან ღამით ევროგაერთიანების ვებ-გვერდზე გავრცელდა.
"მივესალმებით 18 წლიანი ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ 15-17 დეკემბერს მინისტერიალზე რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მოახერხებს და სამიტის მონაწილეები მას პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ასევე ვაფასებთ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასა და შვეიცარიის როგორც შუამავალი ქვეყნის წვლილს მოლაპარაკებების პროცესში", _ ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.