ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველო დატოვა. ანდერს ფოგ რასმუსენი და ნატო-ს წევრი 28 ქვეყნის ელჩი ბათუმიდან უკვე გაემგრავრა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გააცილეს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით საქართველოს გუშინ, 9 ნოემბერს ეწვია. საბჭოს სხდომა თბილისსა და ბათუმში გაიმართა. მათ შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავჯდომარესთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან გამართეს.