შსს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
შსს-ს ინფორმაციით, დღეს, ზუგდიდში პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნენ: დათო სორდია, ალექსანდრე მალაშხია, ალიკა გეთია და კახა მიქაია, ასევე ნანა ფაჟავა "პრესა ჟ"-ს ჟურნალისტი და ილია ჩაჩიბაია - გაზეთ "ასავალ-დასავალის" კორესპონდენტი, რომლებმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას და დააზიანეს მისი ავტომანქანა. ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებს.
~ერთის მხრივ დაკავებულებთან დაკავშირებით პოლიცია სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რათა მათ სასჯელის სახით შეეფარდოთ ჯარიმა, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, მეორეს მხრივ პოლიცია მოუწოდებს ყველას, მათ შორის ჟურნალისტებსაც, რომ მათ თავისი ქმედება მოაქციონ კანონის ჩარჩოებში და იყვნენ კანონმორჩილნი~,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ინციდენტი პოლიციასა და ჟურნალისტებს შორის ზუგდიდში დღეს მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების გადაღებას მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები