ფილმის "ბინდი _ ახალ მთვარეობა" მეორე ნაწილი 2009 წლის საუკეთესო კინონამუშევრად დასახელდა.
Moviefone.com -ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ფილმის სასარგებლოდ ხმა რესპოდენტების 41-მა %-მა მისცა. ხოლო მსახიობი რობერტ პატინსონი, რომელმაც "ახალმთვარეობაში" მთავარი როლი შეასრულა, 2009 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა. მას გამოკითხულთა 46,5 %-მა დაუჭირა მხარი.