საერთაშორისო უფლებათა დამცველი ორგანიზაციის " Amnesty International -ის გენერალური მდივანი აირიმ ხანი, რომელიც ორგანიზაციას ბოლო 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, დღეს პოსტს დატოვებს.
ორგანიზაციას მის ნაცვლად გაეროს პროგრამის "ათასწლეულის განვითარების მიზნების" დირექტორი, ინდოეთის წარმომადგენელი, სალილ შეტი უხელმძღვანელებს. შეტი ორგანიზაციას სათავეში 2010 წლის ივნისიდან ჩაუდგება.
Amnesty International, რომლის ცენტრალური შტაბბინა ლონდონშია განთავსებული, მსოფლიოს 150 ქვეყანაში მუშაობს და მასში 2,2 მილიონი წევრი და მხარდამჭერია გაერთიანებული.