აშშ მიესალმება საქართველო- რუსეთის შეთანმხებას  რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. 
„აშშ მიესალმება განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები მივიდნენ შეთანხმებამდე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე", - ნათქვამია პრესმდივნის განცხადებაში. 
შეგახსნებთ, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელმაც მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტები უნდა მოიწონოს 10-11 ნომებერს ჟენევაში გაიმართება.
რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხი კი ორგანიზაციის მინისტრთა კონფერენციაზე 15-17 დეკემბერს იქნება განხილული.