"საქართველოს  გზა"  „ტყის  კოდექსისა" და   10-პუნქტიანი  სამოქმედო  გეგმიდან  მე-6-ს შეჩერებას ითხოვს. როგორც პარტიის მიერ დღეს გავრცელუბლ განცხადებაშია აღნიშნული, 10-პუნქტიანის გეგმის  მე-6-ე  პუნქტით ისინი  აპირებენ  საქართველოს  არა მხოლოდ  ტყის  მასივების,  არამედ  მიწის  გაყიდვასაც.  
"ამჯერად,  ყურადღებას  ვამახვილებთ  მე-6-ე  პუნქტზე  საქმე  ეხება,    „ტყის  კოდექსს" ,  რაზე  დაყრდნობითაც ისინი  აპირებენ  საქართველოს  არამხოლოდ  ტყის  მასივების,  არამედ  მიწის  გაყიდვასაც,  ზუსტად  ამ  მე-6-ე  პუნქტით  ისინი  იკანონებენ  ასევე  სატყეო  მეურნეობის  სარეზერვო  მიწებს  და  საძოვრებს  მთელი  საქართველოს  მასშტაბით.  ადგილობრივი  მოსახლეობა  რჩება  ტყეების  გარეშე,  ხოლო  სოფლები - საძოვრების  გარეშე" -, განაცხადა,  "საქართველოს გზის" მთავარი კომიტეტის წევრმა, თემო მურვანიძემ და აღნიშნა, რომ პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას  დროებით  შეჩერებულ  იქნეს  როგორც  „ტყის   კოდექსის"  შეტანა  პარლამენტში,  ასევე  სამოქმედო  გეგმის  მე-6 პუნქტი.