ოპოზიციური ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს პარლამენტში იწვევს. 
გიორგი  ცაგარეიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს  მიმართავს, რომ  მომავალ კვირას, ქადაგიძისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დღეს მივიდეს პარლამენტში და ბანკ ~ქართუში~ შექმნილ მდგომარებასთან დაკავშირებით დეპუტატთა კითხვებს უპასუხოს. 
დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ დეტალს, რაც ბანკის საინკასაციო მანქანაზე გახორციელებულ თავდასხმას და ~ქართუში~ ეროვნული ბანკის შესვლას უკავშირდება. ფრაქციას ასევე აინტერესებს, ეროვნული ბანკის მიერ დაწყებული შემოწმების ხანგრძლივობა და მისი შედეგები, ასევე ისიც, თუ რა მდგომარეობაშია ფინანსურად ამჟამად ~ქართუ~ და ხომ არა ემუქრება მას რაიმე საფრთხე.
ცაგარეშვილის თქმით, ფრაქციის სხდომის ნაწილი ღია იქნება, ნაწილი კი შესაძლოა დაიხუროს.  
~ჩვეთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ საბანკო სფერო საკმაოდ მგრძნობიარეა და ვიზიარებთ იმასაც, რომ მისი პოლიტიზირება დაუშვებელია~ - აღნიშნა ცაგარეიშვილმა. 
~ვიმედოვნებ, ამგვარი დიალოგი შედგება, ჩვენ ორიენტირებული ვართ დიალოგზე და არა კონფრონტაციაზე. იმედი მაქვს გიორგი ქადაგიძე შაშკინის გზას არ დაადგება და პარლამენტში მოვა~, - განაცხადა ~ერთობა სამართლიანობისთვის~ თავმჯდომარე ცაგარეიშვილმა.