ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ მოსკოვსა და თბილისს შორის ვმო-ს საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულებას მიესალმება.
"რუსეთი - მოცულობის თვალსაზრისით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ევროკავშირის ექსპორტიორებისათვის და ინვესტორენისათვის მნიშვნელოვანი ბაზარია. რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება ვაჭრობის მოქმედ რეჟიმში მნიშვნელოვან რეალურ და ხარისხიან ცვლებებებს განახორციელებს.", _ აცხადებს ბაროზუ.
მანვე აღნიშნა, რომ როგორც რუსეთის ასევე საქართველოს მოქნილობა კომპრომისის ძიების საკითხში და მათ მოლაპარაკებების დასრულებისათვის საჭირო ტექნიკური საკითხების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
"რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობისათვის რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს თითოეულის ინტერესებში შედის", _ აცხადებს ბაროზი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 15-17 დეკემბერს ვმო-ს მინისტრთა საბჭოზე რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდება.