"აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდოგომარეობაშიც ისინი იმყოფებიან, არა მგონია რუსეთისთვისაც სასარგებლო იყო", - განაცხადა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
ივანიშვილი ამ მიმართულებით რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საფუძველს ინტერესთა თანხვედრაში ხედავს. 
"რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, რომელსაც ჩვენი მოსვლის შემდეგ მყისიერად  დავიწყებთ -  არა მაქვს ილუზია, რომ ეს იქნება იოლი და არც განსაკუთრებული ფორმულები გამაჩნია. დიდი იმედი მაქვს ინტერესთა თანხვედრისა", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ ძირითადი, რისი იმედიც  მას  აქვს, ინტერესთა თანხვედრაა. 
"ძირითადი იმედი არის ის, რომ  მოხდება ინტერესთა თანხვედრა. ასეთ სიტუაციაში ყოფნა დღეს  აფხაზეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა, ჩემი აზრით, არც რუსეთისთვისაა სასარგებლო. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთბისას ეს, ცხადია, რუსეთს ხელს შეუშლის. ამავდროულად, კავკასიის რეგიონი არის ფეთქებადი რეგიონი და რუსეთის შიდა უსაფრთხოებისათვისაც ეს  საინტერესო იქნება", _ აცხადებს ივანიშვილი.