„ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა"  მოძრაობის მთავარ ოფისში  ახალი პროექტის:" პოეზიის კონკურსის" პრეზენტაცია გამართეს,რომელიც "ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატების", განახლებულ facebook-ის  გვერდზე განთავსდება, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება  აღნიშნულ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. 
პროექტი შემოდგომის ბოლომდე გაგრძელდება და გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელიც  ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებისგან სამახსოვრო პრიზს მიიღებს.
განახლებულ facebook-ის გვერდთან ერთად მოხდა "ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატების" განახლებული საიტის პრეზენტაციაც .ვებ-გვერდი მრავალფუნქციურია,დატვირთულია უამრავი სოციალური საკითხით  და პასუხობს თანამედროვეობის ყველა მოთხოვნას.
დღესვე ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატებს   40 ახალი  წევრი შეემატათ.აღნიშნულ ღონისძიებას, მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე  დაესწრო.