მმართველი პარტიის წევრების განმარტებით, საარჩევნო კამპანიის დროს  ის საწარმოები, სადაც სახელმწიფო 50%-იანი წილით მონაწილეობს, უფლებამოსილებები აღარ იქნებიან, შემოწირულობა გააკეთონ. 
"იურიდიული პირების მიერ სააჩევნო კამპანიის დაფინანსების ნაწილში გარკვეული შეთანხმება არსებობს. აღარ იქნება ისეთი დაშვება, რომ ის საწარმოები, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს 50%-იანი წილით, უფლებამოსილებები იყვნენ, შემოწირულობა გააკეთონ. ამაზე დიალოგის დროს შეთანხმებას მივაღწიეთ", - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.