დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა 2009 წლის სასამართლოს მუშაობის შედეგები შეაჯამა.
კუბლაშვილი 2009 წლის მთავარ მიღწევად მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ახალი სისტემის შემუშავებას ასახელებს.
კუბლაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი მიღწევებია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, სასამართლო პროცედურების გამარტივება და სასამართლოს შენობების რეკონსტუქცია და ტექნიკური აღჭურვა.
რაც შეეხება 2010 წლის გეგმებს, კუბლაშვილის თქმით, 2010 წლის მთავარი გეგმაა კონსტიტუციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის ასახვა, ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედება 2010 წლის 1 ოქტომბრიდან და სასამართლო საქმის წარმოების ერთიანი კომპიუტერული ქსელის შექმნა, რომელიც ყველა დიდ სასამართლოში 2011 წლიდან ამოქმედდება.