გუბერნატორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ეს მოსაზრება დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა გააკეთა. 
~ჩვენი მოსაზრებაა, რომ გუბერნატორებს, ანუ სახელმწიფო რწმენებულებს არ ჰქონდეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში~, - აღნიშნა თომას მარკერტმა. 
საქართველოს საარჩევნო კოდექსზე საბოლოო შეფასებას  ვენეციის კომისია და ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი) 16-17  დეკემბერს წარმოადგენს.