ირანის მთავრობა ცდილობს, გაეროს უშიშროები საბჭოს სანქციების გვერდის ავლით 1350 ტონა ურანის შესყიდვის შესახებ ყაზახეთთან შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ გაზეთი " Associated Press "-ი წერს. ამასთან ერთად ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს.
" Associated Press "-ი ასევე წერს, რომ მათ აღნიშნული მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ უცხოელმა დიპლომატებმა აცნობეს, რომელთა სახელებიც არ ხმაურდება. მათი მონაცემებით, თეირანი მზადაა ყაზახურ ურანში 450 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს. აღნინული გარიგება შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში დასრულდეს.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ გარიგების შესახებ მონაცემები ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტოს (მაგატეს) უკვე მიაწოდეს. მაგატესათვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ყაზახეთის მხდიდან მოლაპარაკებებში ჩართული არიან მთავრობის მაღალჩინოსნები. ცნობილია ისიც, რომ ყაზახეთის მოსკოვური წარმომადგენლობა "კაზატომპრომი" რომელიც მსგავს საკითხებს კურირებს სააგენტოს შეტყობინებებს არ პასუხობს. ირანის წარმომადგენლებიც ასევე ხელმიუწვდომელნი არიან.
ასტანაში კი ამ დროს აცხადებენ, რომ ისინი ირანისათვის ურანის მიყიდვას არ აპირებენ. "ყაზახეთი მაგატეს ყველა მოთხოვნას პასუხობს და რათქმაუნდა არ აპირებს მაგატეს რეჟიმის დარღვევით ირანისათვის რაიმი მიყიდვას",_ განაცხადა ყაზახეთის აგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერჟან აშიკბაევმა და გაკვირვება გამოხატა ასეთი ინფორმაციის გაჩენის გამო.
"არ ვიცით საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. ახლა ჩვენ მას დეტალურად ვსწავლობთ უახლოეს დროში ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ", _ განაცხადა აშიკბაევმა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნით ადრე მაგატეს ექსპერტებმა უკვე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ ირანს ურანის მარაგი ეწურება და იგი სავარაუდოდ მალე მარაგის შესავსებად გარკვეულ ღონიძიებებს მიმართავს.
" Associated Press "-ის ინფორმაციით, ამჟამად ირანი იმ ბირთვულ ნედლეულზე მუშაობს, რომელიც ირანში სამხრეთ აფრიკიდან XX საუკუნის 20-იან წლებში შეიტანეს. 2008 წლის მონაცემებით, თეირანმა უკვე გამოიყენა თავისი ურანის მარაგის ორი მესამედი.