პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უმცირესობას მიმართავს უსაგნო კრიტიკის ნაცვლად წინგადადგმული ნაბიჯები დაინახონ. 
მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი გაიხსენა, რომელმაც იკითხა: 4 წლის წინ უკეთესი იყო ამერიკა თუ დღეს? 
აღნიშნული მაგალითი მაჭავარიანმა მას შემდეგ მოიყვანა, რაც 
"ქრისტიან-დემოკრატმა" ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკეს და მას  ანტიხალხური უწოდეს. 
მიხეილ მაჭავარიანმა ამ მაგალითის გაზიარება ურჩია საპარლამენტო უმცირესობას და სთხოვა, გააცნობიერონ, რამდენად განსხვავდება დღევანდელი ვითარება 4 წლის წინ არსებული სიტუაციისგან. 
მისივე თქმით, დღეს განვითარებულია ინფრასტრუქტურა, პროგრესია სადაზღვევო სისტემაში, მათ შორის ჯანდაცვის სისტემაში . 
"ჩვენ წინ მივდივართ, მიუხედავად პრობლემებისა", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. მისივე აზრით, 2012 წლის ბიუჯეტი პროგრესის ბიუჯეტია.
მისივე თქმით, კრიტიკა მოსმენადია, მაგრამ კარგი იქნება, თუ ხელისუფლებას კრიტიკის ნაცვლად ოპოზიცია პრობლემის მოგვარების გზას აჩვენებს.