ხვალ, 23 ოქტომბერს, ახალ ზელანდიაში მიმდინარე რაგბის 2011 წლის მსოფლიო თასის ფინალი გაიმართება.
ფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდია და საფრანგეთი დაუპირისპირდება.
საფრანგეთმა ნახევარფინალში უელსს 9:8 მოუგო, დღეს კი ზელანდიამ ავსტრალია 20:6 დაამარცხა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ნაკრებები ერთმანეთს რაგბის პირველი მსოფლიო თასის ფინალში, 1987 წელსაც დაუპირისპირდნენ.
24 წლის წინ გამართულ შეხვედრაში გამარჯვება ზელანდიელებმა მოიპოვეს.
ისევე როგორც 1987 წელს, წელსაც მესამე ადგილისთვის ავსტრალია და უელსი იბრძოლებენ.