30 დეკემბერს, საახალწლო პროგრამის ფარგლებში, დათო ილურიძის ბენდი დაუკრავს, 3 იანვარს კი ილუზიონისტის შოუ გაიმართება.
დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო ღონისძიებები. საახალწლო ღონისძიებები გაიმართება ასევე სპორტის სასახლეში; ვარდების რევოლუციის მოედანზე; გლდანის პარკში და პუშკინის სკვერში.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გლდანის პარკში 3 იანვარს როკ-კონცერტი გაიმართება.
მუშტაიდის პარკში 3 იანვარს წარმოდგენილი იქნება "რწყილი და ჭიანჭველას საახალწლო თავგადასავალი".
31 დეკემბერს მთაწმინდის პარკში 12-იდან 18 საათამდე ბავშვებს სანტა კლაუსი გაართობს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საახალწლო ბაზრობის გახსნა, მუნჯური კინოს ჩვენება ცოცხალი აკომპანიმენტით.
მეიდანზე "საახალწლო ფესტივალი" 26 დეკემბერს საბავშვო პერფორმანსებით გაიხსნა. ფესტივალი შობის დღესასწაულს, 7 იანვარს დასრულდება.