რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფი, რომლის წევრებიც ჩეჩნები, ქართველები და აზერბაიჯანელები არიან. დამნაშავეობრივი ჯგუფის წევრები, რუსული მედიის ინფორმაციით, შეძლებულ ხალხს ესხმოდნენ თავს და ძარცვავდნენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, დამნაშავეთა ჯგუფი კარგ კონსპირაციას აკეთებდა. მისი წევრები რეგულარულად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილსა და ტელეფონებს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და რუსი სამართალდამცავები ადგენენ ამ ჯგუფის მონაწილეობას სხვა დანაშაულში.