20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო "ძველი თბილისის'' საკონფერენციო ოთახში ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით''. პროექტი ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს'' ფინანსური მხარდაჭერით.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი აგრძელებს მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. შემდეგი შეხვედრის მიზანია: ახალი საბიუჯეტო კლასიფიკატორსა (GFშM -2001) და ბიუჯეტის ფორმირების წესებზე მცირე სემინარის გამართვა;ბიუჯეტთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევის შედეგების წარმოდგენა; მედიის წარმომადგენლთა მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი და ცაკლეულ საკითხებზე ცენტრის ექსპერტთა მოსაზრებების გაცნობა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მიმდინარე კვლევის/მონიტორინგის შედეგები შემდეგ საკითხებზე: ზოგადი მაკროეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში; საქართველოს საგარეო ვალის მონიტორინგი; სახელმწიფო ბიუჯეტისა და ძირითადი მონაცემების და მიმართულებების შესაბამისობა; 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიმოხილვა;საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
პრეზენტაციის მომხსენებლები არიან დავით ნარმანია და შოთა მურღულია.