სიმართლე გითხრათ, [ამ განაჩენს] არ ველოდი. მომზადებული მოვედი, ძალიან კომფორტულად ჩავიცვი, ყველანაირი განაჩენისთვის მზად ვიყავი, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა განაცხადა.
როგორც მეყანწიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის გარედან გააგრძელებს ბრძოლას.
"არ ველოდებოდი, გამზადებული ვიყავი, რომ დღეს საპატიმროში ამოვყოფდი თავს. მადლობა ხალხს სოლიდარობისთვსი, სწორედ ხალხის დამსახურებაა ის შედეგი, რაც დადგა. გამამტყინებელი განაჩენი მიხარიათქო ვერ გეტყვით, მაგრამ მიხარია ის ,რომ მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შევძლებ ბრძოლის გარეთ გაგრძელებს და კიდევ უფრო მეტად გავაგრძელებ უკომპრომისო ბრძოლას.
ნანა აბო გამაგრდით, ძალიან ღირსეულები ხართ, არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან და გპირდებით, მალე დამთავრდება ის უსამართლობა, რაშიც ახლა გვიწევს ყოფნა. იმ პატიმრებს, ვისაც მიუსაჯეს, ყველასთვის ვიბრძოლებ.
დღეს საღამოს აუცილებლად ვაპირებ რუსთაველზე მისვლას.
ხალხის ერთობის დამსახურებაა ეს ჯარიმა და არა კანონის ლოიალურობის. კანონი არ არის ლოიალური, კანონი არის რეპრესიული.", - თქვა მეყანწიშვილმა.