132 პატიმრის საკითხს განიხილავენ დღეს ე.წ. უდოს კომისიის წევრები. მსჯავრდებულთა შორის ყველა კატეგორიის პატიმრები არიან.
მოგვიანებით კომისია გადაწყვეტს თუ რომელი პატიმრის საქმე გადაიგზავნება სასამართლოში. ამ დროისთვის ვერ სახელდება პატიმართა ის სავარაუდო რაოდენობაც კი რომელთაც, შესაძლოა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხოთ.
"უდო არ განსაზღვრავს და უდოზე განსახილველად ვთქვათ გათავისუფლების Yთაობაზე არ გამიხილებიან ის ადამიანები რომლებლაც მაინცდამაინც მსუბუქი დანაშაული ჩაიდინეს. ასევე განიხილებიან ის ადამიანები რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე დანაშაული, სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოიხადეს და ადმინისტრაციი მხრიდან ხასიათდებიან დადებითად",_ აცხადებს კომისიის წევრი ეკა ხერხეულიძე.
აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი კომისია რომელიც პატიმრების საკითხზე იმსჯელებს ხვალ იკრიბება. შეწყალების კომისიის წევრების შეკრების შესახებ რეზოლუციას პრეზიდენტმა ხელი გუშინ მოაწერა. საახალწლოდ 100 მდე მსჯავრდებულის საქმის განხილვა იგეგმება. მათ შორის 14 ქალი და 4 არასრულწლოვანია. ჯერ ჯერობით უცნობია თუ რამდენი მათგანი შეხვდება 2010 წელს საკუთარ ოჯახებში, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, 3 არასრულწლოვანი შეწყალებას სავარაუდოდ არ დაექვემდებარება. კომისია საკუთარ გადაწყვეტილებას პრეზიდენტს ხვალვე გადაუგზავნის.